გერმანიაში ტურისტების ავტობუსის ავტოავარიის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.
რუსული სააგენტოების ინფორმაციით, ავარია ბერლინთან, ავტობანზე მაშინ მოხდა, როდესაც ტურისტების ავტობუსის მძღოლი შეეცადა თავიდან აერიდებინა სხვა ტრანსპორტთან შეჯახება, რის შემდეგაც მართვა დაკარგა.
ავტობუსი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა, რომლის დროსაც 10 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც.
წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსში, რომელიც ბერლინში მიდიოდა პოლონელი ტურისტები იმყოფებოდნენ.