სამხრეთ იტალიაში მაფიოზი დააკავეს, რომელიც ქვეყნისთვის ყველაზე საშიში 30 ადამიანის სიაში შედიოდა.
32 წლის ფრანკო ლი ბერგოლისის, რომელიც სამხრეთ იტალიის მაფიოზური კლანის "საკრა კორონა უნიტას" ბოსად ითვლება, სამუდამო პატიმრობა ემუქრება. მას ბრალად მკვლელობები, ნარკოტიკებისა და იარაღის კონტრაბანდა ედება.
ბერგოლისი ადრეც იყო დაკავებული, მაგრამ 2008 წელს იქნა გათავისუფლებული. დამნაშავე ბოლო ორი წელი იყო მიმალვაში.
გამოძიება მიიჩნევს, რომ მიუხედავად მაფიოზის ახალგაზრდა ასაკისა, ბერგოლისი ხელმძღვანელობდა ქალაქ გარგანოს კლანების დაპირისპირებას, რომლის დროსაც ექვსი მკვლელობა მოხდა.
აღსანიშნავია, რომ 11 ივლის ბერგოლისმა იტალიის პრეზიდენტს და შინაგან საქმეთა მინისტრს წერილი მიწერა, სადაც იგი აცხადებდა რომ მაფიოზებთან არანაირი კავშირი არ აქვს და დამნაშავე არ არის.