იუმორისტული გადაცემა "ვანოს შოუს" ავტორმა და წამყვანმა ვანო ჯავახიშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2" დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ტელეწამყვანის ფეისბუკგვერდზე გავრცელდა.
"ჩემო მეგობრებო და გულშემატკივრებო მოგესალმებით❤️ მინდა საჯაროდ გამცნოთ, რომ ჩემი 16 წლიანი მოღვაწეობა ჩემთვის უსაყვარლეს არხზე რუსთავი 2-ზე დასრულდა. არ გემშვიდობებით, შევხვდებით მალე.
პ.ს. სხვათაშორის ტელევიზორის პულტს სხვა ღილაკიც ქონია ??", - წერს ვანო ჯავახიშვილი.