ბათუმის ქუჩებში სპეცტექნიკის უკანონო განთავსება აიკრძალა. ტრაილერების, ექსკავატორების, თვითმცლელებისა და ამწეების გადაყვანა გოგოლის ქ. #1-ში განხორციელდება, სადაც უკვე მოწესრიგდა 6 ჰა ფართობის სივრცე.
სატრანსპორტო საშუალების მფლობელები გათავისუფლდებიან ტერიტორიაზე დგომის გადასახადისაგან.
სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანა ერთ სივრცეში განხორციელდება მთელი ქალაქის მასშტაბით.
გათავისუფლებული ტერიტორიების კონტროლს ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების სააგენტო პოლიციის თანამშრომლების დახმარებით მოახდენს.
აღნიშნულ ქუჩებზე უახლოეს პერიოდში განთავსდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების დგომის ამკრძალავი ნიშნები.
სატრანსპორტო საშუალებების მფლობელების გაფრთხილება 1 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.