ბრიუსელში ბუნებრივი გაზის აფეთქებას ორი ადამიანი შეეწირა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, გაზის აფეთქებისას სამი საცხოვრებელი სახლი დაინგრა, დაიღუპა ორი ადამიანი და 17 დაშავდა, ერთი მათგანის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
წინასწარი ვერსიით, ბუნებრივი აირის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში აფეთქდა, რამაც დანარჩენი საცხოვრებელი სახლების ნგრევა გამოიწვია.