მახაჩკალაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განადგურებულია ოთხი ბოევიკი. ამის შესახებ ეროვნული ანტიტერისტული კომიტეტის საინფორმაციო ცენტრი იუწყება.
ცენტრის ინფორმაციით, ლიკვიდირებულთა შორისაა ერთ-ერთი დივერსიულ-ტერორისტული დაჯგუფების ლიდერი, მახაჩკალასა და კასპიისკის ტერიტორიაზე მომქმედი ტერორისტული ჯგუფის მეთაური ალიკბერ აბუნაზაროვი. მასზე მიმდინარე წლის თებერვალში ფედერალური ძებნა გამოცდადდა.
"ამ დროისათვის კონტრტერორისტული ოპერაციის აქტიური ფაზა დასრულებულია", - იუწყება კომიტეტი, თუმცა ოპერაცია სრულად დარულებულად მას შემდეგ გამოცხადდება, რაც ადგილზე გამნაღველები და ოპერატიულ-სამძებრო ჯგუფი დაასრულებს მუშაობას.