აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მდებარე მცირე სამხედრო ბაზების გაყვანა განხილვის სერიოზული საგანი არ არის - მიიჩნევს მოსკოვი.
საქართველოს მიერ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება შესაძლოა გახდეს საფუძველი თბილისსა და მოსკოვს შორის დიალოგის დაწყებისა. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს საქმეთა მეოთხე დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანდრეი კელინმა გააკეთა.
"ჩვენ საქართველოსთან დიალოგის მომხრენი ვართ, მაგრამ დიალოგისათვის და განხილვისთვის საგანი უნდა არსებობდეს. და თუკი ასეთი განხილვის საგნად (და ეს ყველა ტრიბუნიდან ისმის) ჩვენ გვთავაზობენ მცირე ზომის სამხედრო ბაზების გაყვანას აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან _ მაშინ ეს სალაპარაკო საგანი არ არის. ჩვენ ამის გაკეთება არ შეგვიძლია, იმიტომ რომ შედეგად იმავე სიტუაციას მივიღებთ, რაც 2008 წლის აგვისტომდე გვქონდა", _ აცხადებს კელინი.