აზერბაიჯანი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქვეყანაა, რომელმაც მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. ეს განცხადება აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან ილჰამ ალიევთან შეხვედრისას გააკეთა.
შეხვედრაზე გამოითქვა კმაყოფილება აშშ-სა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპებზე მიმდინარე ორმხრივი ურთიერთობების განვითარების გამო.
პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აღნიშნა რა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის წამყვანი როლი ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანი არის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქვეყანა, რომელმაც მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური კავშირების მაღალი დონის არსებობა, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და უსაფრთხოების სფეროებში. საუბარი ასევე შეეხო აშშ-სა და აზერბაიჯანის ერთობლივ მოქმედებებს საერთაშორისო ანტიტერორისტულ ოპერაციებში.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრის დროს საუბარი ასევე შეეხო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხსაც. ორივე ქვეყნის ლიდერმა აღნიშნა, რომ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების მიზნით აუცილებელია კონფლიქტის უსწრაფესი მოგვარება.
ამასთან დაკავშირებით თავისი აზრი გამოთქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აუცილებელია ეს კონფლიქტი მოგვარდეს აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების მოგვარებასთან ერთად და რა თქმა უნდა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ფარგლებში.
ბარაკ ობამა: აზერბაიჯანი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქვეყანაა
თბილისი.25.09.10.'ჯი-ეიჩ-ენი". აზერბაიჯანი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქვეყანაა, რომელმაც მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. ეს განცხადება აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან ილჰამ ალიევთან შეხვედრისას გააკეთა.