სასტუმრო "ვერე პალასის" საკონფერენციო დარბაზში დასრულდება კავკასიური რეგიონალური ტრენინგ-სემინარი "წამების ფიზიკური და ფსიქოლოგიური შედეგები, დოკუმენტირების პრინციპები "სტამბოლის პროტოკოლის" შესაბამისად, მკურნალობა - რეაბილიტაციის საკითხები".
ტრენინგ-სემინარი ტარდება წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" (RCT/EMPATHY, Georgia)) მიერ, პროექტის "წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის სისტემის გაძლიერება საქართველოში" (EIDHR/2008/148 - 184) ფარგლებში. თანაორგანიზატორები არიან ციხის საერთაშორისო რეფორმა (PRI) და საქართველოს ექიმთა ასოციაცია (GMA).
ტრენინგ-სემინარის ფარგლებში სპეციალურ ცოდნასა და საერთაშორისო გამოცდილებას მიიღებს სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩამოსული 28 ექსპერტი, მათ შორის 18 სამედიცინო ექსპერტი და 10 იურიდიული ექსპერტი, ასევე საქართველოდან 15 სამედიცინო ექსპერტი და 8 იურიდიული ექსპერტი. სულ წამების შესახებ სპეციალური ცოდნით აღიჭურვება 50-მდე ექსპერტ-სპეციალისტი.
ცენტრ "ემპათიას" პროექტის დონორები არიან ევროკავშირი (European Union), გაეროს მოხალისეთა წამების მსხვერპლთა დახმარების ფონდი (UNVFVT) და წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭო (IRCT).
გახსნაზე მოწვეულნი არიან დონორი ორგანიზაციები, საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს სამედიცინო პროფესიული ორგანიზაციები, სტუმრები და ექსპერტები Iღჩთ-იდან და სხვა ორგანიზაციებიდან.
ყველა ტრენერი/ექპერტი არის საერთაშორისო გამოცდილებით, მათ შორის "სტამბოლის პროტოკოლის" - გაეროს სახელმძღვანელო წამების ფაქტების ეფექტური გამოძიებისა და დოკუმენტირების საკითხებში, საერთაშორისო ექპერტი Iღჩთ-იდან არის "სტამბოლის პროტოკოლის" ერთ-ერთი ავტორი.
ტრენინგ-სემინარის პროგრამა აკრედიტებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამაში.