პარტია "ეროვნული ფორუმის" ლიდერის კახაბერ შარტავას მტკიცებით, ხელისუფლება მასობრივ არეულობას გეგმავს, რომელიც შეიძლება მსხვერპლით დასრულდეს.
"ხელისუფლება ძალაუფლების შესანარჩუნებლად და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესის ჩასაშლელად მზად არის არეულობების ინსპირირება მოაწოს და თითქმის სისხლის ღვრამდეც კი მიიყვანოს საპროტესტო მანიფესტაციები. ამის შემდეგ კი პოლიტიკურ კონტროლს და წესრიგს დაამყარებს", - განაცხადა შარტავამ.
მისი მტკიცებით, გამწვავებული სოციალური პრობლემების ფონზე მოულოდნელად შეიძლება დედაქალაქში დაიწყოს დარბევები, მაღაზიების დამტვრევა, ხალხის ქუჩაში გამოყვანა რასაც შეიძლება მსხვერპლი მოყვეს, რომლის აღკვეთის მიზნით მოხდება ტოტალური ძალაუფლების გამოყენება.
ამასთან, "ფორუმის" ლიდერი აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, ხელისუფლება პოლიტიკურ ლიდერების კომპრომიტირებას გეგმავს.