იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი აცხადებს, რომ იგი "კონსტიტუციაში პიროვნებებზე დათქმების ჩადების" წინააღმდეგია. ეს განცხადება ადეიშვილმა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვისას გააკეთა.
გარკვეული დათქმის ჩადება ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ მოითხოვა. ეს დათქმა ეხება პრეზიდენტისთვის 5 წლის ვადით პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების შესაძლებლობის აკრძალვას.
ადეიშვილს მიაჩნია, რომ ასეთი ნორმის ჩაწერა არის კონსტიტუციაში პერსონიზირებული ჩანაწერების ჩადების მცდელობა, რაც არ შეიძლება.
"კონსტიტუციაში ცვლილებები შედის მომავალი პოლიტიკური ურთიერთობისთვის, ამიტომ ასეთი ჩანაწერების არსებობს გაუმართლებელია", - განაცხადა ადეიშვილმა.