გერმანიის ქალაქ მემინგენის საპატიმროდან გაქცეული ორი პატიმრიდან ერთ-ერთი, 37 წლის პირი, დააკავეს ქალაქიდან 30 კილომეტრში, როცა ის ფეხით გადაადგილდებოდა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
სააგენტო DPA-ს ცნობით, გაქცეული პატიმრის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია პოლიციას ადგილობრივმა მოსახლემ შეატყობინა.
სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 37 წლის ვაჟა ბურჯანაძე 36 წლის თურქ პატიმართან ერთად გაიქცა. გერმანული მედიის ცნობით, მსჯავრდებულებმა ციხის ეზოში სეირნობის დროს ღობეზე გადაძრომა მოახერხეს და რკინიგზის სადგურის მიმართულებით ფეხით მიიმალნენ.
გაქცეული პატიმრები ქურდობა-ყაჩაღობის ბრალდებით იყვნენდაკავებული.