2019 წლის ივლისში საქართველოში 1,099,474 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. რგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განმარტა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +5.8%-ია.
ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 570,482 შეადგინა, რაც 5,505 -ით მეტია 2018 წლის ივლისის მაჩვენებელზე (ზრდა +1%), აღნიშნული ინფორმაცია კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.
ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+13.1%), რუსეთიდან (-6.4%), თურქეთი (+9.6%) და სომხეთი (+3.2%) შედგა.
"პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: გერმანია +33.7%, საფრანგეთი +29.6%, ლიტვა +20%, ლატვია +17.4%, პოლონეთი +15.7%, და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ქუვეითი +58.1%, ჩინეთი +55.6%, უზბეკეთი +50.9%, საუდის არაბეთი +42.1%, კორეა +38.9%, ყაზახეთი +28,5% და სხვა", განმარტა მარიამ ქვრივიშვილმა.
|
ქვეყანა
|
2018: ივლისი
|
2019: ივლისი
|
ცვლილება
|
ცვლილება %
|
1
|
აზერბაიჯანი
|
155,218
|
175,499
|
20,281
|
13.1%
|
2
|
რუსეთი
|
169,857
|
159,063
|
-10,794
|
-6.4%
|
3
|
თურქეთი
|
142,452
|
156,136
|
13,684
|
9.6%
|
4
|
სომხეთი
|
137,278
|
141,663
|
4,385
|
3.2%
|
5
|
საქართველო
|
38,334
|
40,340
|
2,006
|
5.2%
|
6
|
უკრაინა
|
21,337
|
25,221
|
3,884
|
18.2%
|
7
|
საუდის არაბეთი
|
16,025
|
22,775
|
6,750
|
42.1%
|
8
|
ისრაელი
|
19,648
|
22,687
|
3,039
|
15.5%
|
9
|
ირანი
|
34,290
|
13,437
|
-20,853
|
-60.8%
|
10
|
ყაზახეთი
|
10,219
|
13,129
|
2,910
|
28.5%
|
2019 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში საქართველოში 4,961,918 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +7.8%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2,697,624 შეადგინა, რაც 198,873-ით მეტია 2018 წლის იანვარ-ივლისის მაჩვენებელზე (ზრდა +8%).
ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტი რუსეთიდან (+22.1%), აზერბაიჯანიდან (+5.6%), სომხეთიდან (+2.9%) და თურქეთიდან (-0.3%) შედგა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: გერმანია +40.7%, ლატვია +31.6%, პოლონეთი +26.9%, გაერთიანებული სამეფო +24.6%, საფრანგეთი +25.5%, და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ტაჯიკეთი +242.3%, უზბეკეთი +155.5%, ყირგიზეთი +102.3%, ჩინეთი +52.8%, საუდის არაბეთი +52.6%, ყაზახეთი +54% და სხვა.
|
ქვეყანა
|
2018: იანვარი - ივლისი
|
2019: იანვარი - ივლისი
|
ცვლილება
|
ცვლილება %
|
1
|
რუსეთი
|
696,833
|
850,650
|
153,817
|
22.1%
|
2
|
აზერბაიჯანი
|
755,603
|
798,216
|
42,613
|
5.6%
|
3
|
სომხეთი
|
653,540
|
672,657
|
19,117
|
2.9%
|
4
|
თურქეთი
|
657,540
|
655,768
|
-1,772
|
-0.3%
|
5
|
საქართველო
|
265,101
|
270,116
|
5,015
|
1.9%
|
6
|
უკრაინა
|
94,473
|
108,032
|
13,559
|
14.4%
|
7
|
ისრაელი
|
79,709
|
99,812
|
20,103
|
25.2%
|
8
|
ირანი
|
179,449
|
74,784
|
-104,665
|
-58.3%
|
9
|
ყაზახეთი
|
30,124
|
46,401
|
16,277
|
54.0%
|
10
|
გერმანია
|
31,121
|
43,800
|
12,679
|
40.7%
|
ტურიზმი, ეკონომიკის