საქართველო გაეროს ტრიბუნიდან ცდილობს მხოლოდ საკუთარი პრობლებით არ შემოიფარგლოს. ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს მუდმივმა და სრულუფლებიანმა ელჩმა ბათუ ქუთელიამ პრეზიდენტი სააკაშვილის გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
"საქართველო აქტიური, რეგიონალური მოთამაშეა საგარეო პოლიტიკაში. ეს არის ქვეყნას, რომელსაც აქტიურად შეაქვს წვლილი უსაფრთხოების ყელა პრობლემის მოგვარებაში, რომელიც ევროპულ თუ ერვოატლანტიკურ სივრცეში დგას. ბუნებრივია, ვცდლობთ ჩვენი დღის წესრიგი გაეროს ტრიბუნაზე არ იყოს შემოფარგლული მარტო საქართველოს საკითხებით და უფრო ფართო კონტექსტში დავინახიოთ ყველა ეს პრობლემა", - განაცხადა ქუთელიამ.
მისივწ შეფასებით, სწორედ ამაშია, როგორც მსოფლიოს, ასევერ რეგიონალური გამოწვევების გადაწყვეტის ერთადერთი გზა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილმა გეროს გენერალური ასამბლეის მსოფლიო ლიდერთა დებატების მეორე ნაწილი გახსნა.
მიხეილ სააკაშვილმა თავის გამოსვლაში ყურადღება კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა და ერთიანი კავკასიის ინიციატივით გამოვიდა. ასევე პრეზიდენტმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და საქართველოში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის პირველი პირები საქართველოში სტუმრის სტატუსით დაპატიჟა და მოუწოდა, "რომ კარგი იქნება თუ კალაშნიკოვის მაგივრად აიპოდებით ჩამოვლენ".