თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ბრალის წარდგენა დიღმის მთავარ სამმართველოში მოხდა.
ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარედგინა.
შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის ბრალდებით პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს დააკავეს.