პასუხისმგებლობებიდან გამომდინარე, საქართველო, მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოთამაშეა, _ განაცხადა გაეროს 65-ე გენერალური ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და დასტურად ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ქართული სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობა დაასახელა.
"მე ამაყი ვარ, რომ ჩემი ხალხი იბრძვის ავღანეთში საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ. მე მინდა პატივი მივაგო იქ ჩვენს ათას ჯარისკაცს, რომელიც ყოველდღიურად საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს, რათა დაეხმაროს ავღანელ ხალხს უსაფრთხო და ტერორიზმის გარეშე ცხოვრების უზრუნველყოფაში", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.