დღეს, 24 სექტემბერს, FAO-ს ეგიდით, გაიმართება სამთავრობათაშორისო ჯგუფის სპეციალური სესია, რომელზედაც განხილული იქნება მარცვლეულის მსოფლიო ბაზარზე არსებული მდგომარეობა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო ბაზარზე საკვები პროდუქტების ფასები იზრდება. ბოლო თვის განმავლობაში ხორბალზე ფასის ზრდა კვების პროდუქტების ღირებულების საშუალოდ 5 %-იანი ზრდა გამოიწვია, რაც 2009 წლის ნოემბრიდან ერთ თვეში ფასების ზრდის ყველაზე მარალი მაჩვენებელია.
აგვისტოში FAO-ს ფასების ინდექსი, რომელიც სასურსათო კალათის ღირებულებას ეფუძნება და რომელშიც შედის ხორბლეული, რძის პროდუქტები, ხორცი, შაქარი, ზეთოვანი კულტურები ივლისთან შედარებით 9 პუნქტით გაიზარდა და 176 პუნქტი შეადგინა. O
ორგანიზაციის ექსპერტების განმარტებით, მსოფლიოში 2010 წლის მარცვლეულის წარმოების პროგნოზი 41 მლნ. ტონით შემცირდა. 2009 წელთან შედარებით, ხორბლის წარმოება 2010 წელს 5%-ით შემცირდება და 646 მლნ. ტონა იქნება.
ყველაზე დიდი დანაკარგები ხორბალზე მოდის. Mარცვლეულის ამ სახეობაზე წარმოება პირველ რიგში რუსეთში და დსთ-ს სხვა ქვეყნებშია შემცირებული.
FAO-ს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ 2010 - 2011 წლებში ხორბლის მოხმარება მის წარმოებაზე მეტი იქნება და აღნიშნული მსოფლიო მარაგების 2 %იან შემცირებას გამოიწვევს. ამ ფონზე სიმინდის წარმოება რეკორდულ მაჩვენებელს- 845 მლნ. ტონას აღწევს.