ხვალ, 23 ივლისს, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სტატუსით გამოიკითხება.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, გამოკითხვა 11:00 საათზეა დაგეგმილი.
ოქრუაშვილი კითხვებს 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უპასუხებს. 20-21 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მუხლებით მიმდინარეობს