გაერო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას არასდროს შეეგუება. ამის შესახებ გაეროს გენერალურ ასამბლეის შეფასებისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
"მხარდამჭერმა ქვეყნებმა და რუსეთმა საკმაოდ გაღიზიანებულებმა ისაუბრეს საქართველოს პრობლემატიკაზე. არასოდეს შეეგუებიან ეს ქვეყნები და ეს ორგანიზაცია საქართველოს განუყოფელი ნაწილების ოკუპაციას", - განაცხადა ვაშაძემ.
მინისტრის თქმით, რუსეთმა ისევ დაიწყო დიდი სახელმწიფოსთვის შეუფერებელი, უპასუხისმგებლო სისულელეების მტკიცება, რომ სამხრეთ კავკასიაში ახალი რეალობა შეიქმნა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს, თბილისის დროით 00:00 საათზე გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებს გახსნის.