საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ვლადიმერ პუტინისგან მოდის.
ამის შესახებ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამერიკულ ტელეარხისთვის "ფოქს ნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში განცხადა.
"იმას, რომ რუსეთი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების უკანონო ოკუპაციას ახდენს ამას არ ამარტო მე ვაცხადებ, ეს ასევე მრავალი ქვეყნის მთავრობის პოზიციაა. როდესაც მოდიხარ მეზობელ ქვეყანაში და იტაცებ ტერიტორიებს ამას ყველა შეგნებული ადამიანი ოკუპაციას უწოდებს. დღეს ამ ტერიტორიებიდან 80% მოსახლეობისა დევნილია, 500 ათასამდე ადამიანს დაატოვებინეს სახლ-კარი", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინისგან მოდის და ის ამით ამაყობს კიდეც.
"ეს არ უნდა გაგვიკვირდეს იმ ადამიანისგან, რომელიც საკუთარ მოსახლეობას სასტიკად ეპყრობა. რუსეთი ის ქვეყანაა, სადაც ყველაზე ნიჭიერი ბიზნესმენი ხოდორკოვსკი ციხეში ჩასვეს. მან თითქმის მოიხადა სასჯელი და ახლა მეორედ უპირებენ გასამართლებას", - აღნიშნა სააკაშვილმა