ლაგოდეხის რაიონში 49 წლის ზურაბ ნ-ძე ჯილეხით დაავადა. პაციენტი ამჟამად თბილისში ინფექციური პათოლოგიის ცენტრშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში ეს ჯილეხის მე-19 შემთხვევაა.
სპეციალისტების თქმით, ჯილეხი საკმაოდ საშიში დაავადებაა და ადამიანი ძირითადად საქონლის დაკვლის, გატყავების, ხორცის დაფასოების ან ნიადაგთან კავშირის დროს ავადდება.
დააბადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის შოთა ცანავას განცხადებით, კონკრეტულ შემთხვევაში 49 წლის მამაკაცი საქონლის დაკვლისა და გატყავების დროს დაავადდა. „ჯილეხი სრულად განკურნებადია თუ დროულად იქნა ჩატარებული მკურნალობა", - აღნიშნა ცანავამ.