სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტზე თავდასხმა მოხდა. გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში, ნათესავის სახლს, სადაც ბოლო წლებია ანქვაბი ცხოვრობს, ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს. ამის შესახებ სეპარატისტული მთავრობის შს მინისტრის მოადგილემ რამინ გაბლაიამ განაცხადა. მისი თქმით, ალექსანდრე ანქვაბი ფეხშია დაჭრილი. შემთხვევა წუხელ 03.00 საათზე მოხდა.
ანქვაბის განცხადებით, უცნობმა პირებმა მის სახლს ყუმბარმტყორცნიდან გაუხსნეს ცეცხლი. ჭურვი ოთახში შევარდა, სადაც მას ეძინა.
"დჭრილი ვარ ფეხში და ხელში", _ განაცხადა ანქვაბმა. ინციდენტის შედეგად სხვა დაშავებულები არ არიან. ანქვაბმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა და მას მკურნალობა სახლში უტარდება. ადგილზე ადგილობრივი სამართალდამცავები მუშაობენ.
სეპარატისტების ლიდერის, სერგეი ბარაფშის განცხადებით, ანქვაბზე თავდასხმა ვითარების დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებაა.
"ამჟამად ალექსნადრე ანქვამი უსაფრთხოდაა. მიჭირს იმის ახსნა, ვინ შეიძლება იდგეს ამ დანაშაულის უკან. ერთ რამეში კი ეჭვი არ მეპარება, ეს დანაშაული არის რესპუბლიკაში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობა", _ განაცხადა ბაღაფშმა.
უნდა აღინიშნოს, რომ წუხანდელი ინციდენტი მეოთხეა ანქვაბთან მიმართებაში. სამი წინა თავადსხმის დროს, მას პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა. ორი თავადსხმა 2005, ერთი კი 2007 წელს მოხდა.