"დააგროვე კეთილდღეობა" - ამ სლოგანით საპენსიო სააგენტო ახალ ვიდეო რგოლს აქვეყნებს.
"რატომ უნდა ჩაერთოთ დაგროვებით საპენსიო სქემაში, რამდენს დააგროვებთ საპენსიო ასაკში და რა უპირატესობები აქვს საპენსიო დანაზოგს - ეს ის ძირითადი აქცენტებია, რომელსაც ახალი ვიდეო რგოლი ასახავს", - ნათქვამია საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, რომ საპრომოციო ვიდეო რგოლების სერია გაგრძელდება და ახალი კლიპები ეტაპობრივად გამოქვეყნდება.