პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე განმარტავს, რომ ლარის გაუფასურება რუსეთის მიერ ავიასანქციების შედეგად ტურისტების შემცირების ნეგატიურმა მოლოდინებმა გამოიწვია.
„ჩვენი არცერთი მაკროეკონომიკური პარამეტრი გაუარესებული არ იყო, მაგრამ მოგეხსენებათ, არსებობს გარკვეული მოლოდინები, გადმოცემის მექანიზმები და დღევანდელ დღეს მუშაობს ის ეფექტი, რაც ტურისტული ნაკადის შემცირებამ და შეწყვეტამ გამოიწვია. გამომდინარე აქედან, ლარი ამ მოვლენას ასახავდა და ლარის დევალვაციაც მოხდა.
როდესაც ეს აჟიოტაჟი შედარებით დაწყნარდება, ასევე ლარის კურსზე შესაბამისი გავლენა მცირდება.
მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული კრიტიკა გაცვლით კურსთან დაკავშირებით არის, ჩვენ როდესაც მსგავსი შოკები გვაქვს და ეს არის ეგზოგენური მოვლენა, ასეთ დროს გაცვლითი კურსი არის ის სპეციალური და კარგი მექანიზმი, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, რომ დავიცვათ საქართველოს ეკონომიკის მთავარი მიმართულებები“ - აღნიშნა კოვზანაძემ.