მომავალი წლის ზაფხულში შავი ზღვის სანაპიროზე ბათუმის პორტში მინერალური სასუქების ახალი ტერმინალი გაიხსნება, ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. პროექტის პარტნიორი ბრიტანული ლოგისტიკური კომპანია Wondernet Express-ი და ამერიკული ქიმიური გიგანტი Trommo.
პროექტის რეალიზაციის მიზნით ერთობლივი საწარმოს შექმნაზე ხელშეკრულება ჯერ კიდევ იანვარში მოეწერა ხელი.
Wondernet Express-ის მონაცემებით, თავდაპირველ ეტაპზე ტერმინალი თურქმენული „კარაბოგაზკარბამიდის“ ქარხანაში დამზადებული პროდუქციის ექსპორტს მოემსახურება,
ტერმინალის წლიური წარმადობა 1,2 მლნ ტონა ტვირთის მიღებაზეა გათვლილი, ინვესტიციების მოცულობა კი 17,5 მლნ ევროდ არის შეფასებული. ტერმინალს ექნება 60 ათას ტონა ტვირთის განთავსებაზე გათვლილი სასაწყობე ინფრასტრუქტურა. მულტიმოდალური ტერმინალი მინერალურ სასუქებს მოემსახურება ცენტრალური აზიიდან კასპიის გავლით ბაქოს პორტიდან, ტვირთი ბათუმში სარკინიგზო გზით მივა. მხარეები აცხადებენ, რომ ეს კორიდორი ცენტრალური აზიიდან შავ ზღვაზე ყველაზე მოკლე მარშრუტია.