უკრაინაში გველების მოშენება დაიწყეს. მიზეზი კი მათი რესტორნებისთვის მიყიდვაა. გველების ფერმა უკრაინაში უკვე 2 თვეა მუშაობს და საკმაოდ წარმატებული შედეგები აქვს. 70 ქვეწარმავალი სპეციალურ ვოლიერებში ჰყავთ განთავსებული.
ფერმის მფლობელი ირინა იუსკევიჩი ამბობს, რომ გველების შემდეგ ბაყაყებისა და კალიების მოშენებას აპირებს.

გველის ხორცის კერძები უკრაინის რესტორნებში უკვე იყიდება და მათი ფასი 3-4 ათასი გრივნაა (დაახლოებით 115-150 დოლარი).
ფერმერი ამბობს, რომ გველს 3 წელი სჭირდება იმისათვის, რომ მისი ხორცი კულინარიაში იყოს გამოყენებული. მთელი ამ ხნის განმავლობაში კი გველებს სპეციალური თევზებით კვებავენ.
ის დარწმუნებულია, რომ გველის ხორცი მასიური პროდუქტი არ გახდება, თუმცა მასზე მოთხოვნა ყოველთვის იქნება.
