ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მოვლენებზე დაკვირვებას აწარმოებს და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. როგორც დღეს უწყების ხელმძღვანელმა ნათია თურნავამ რუსეთში ქართული ღვინის შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს უპასუხა "დავაკვირდეთ მოვლენებს. ეს გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის".
„მე არ ვიჩქარებდი, თქვენც მოგიწოდებთ, რომ არ ვიჩქაროთ, დავაკვირდეთ მოვლენებს. ეს გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის. ეს არის გამოწვევა. რუსეთი არის მოცულობითი ბაზარი, მაგრამ არ მინდა, ვიჩქარო ამ მიმართულებით“, – განაცხადა თურნავამ.