ბიზნესმენი, სასტუმრო "ჯორჯიან პალასის" მფლობელი თემურ ჭყონია სახელმწიფოსგან ზაფხულის პერიოდში სასტუმროებისთვის საგადასახადო შეღავათებს ითხოვს.
ჭყონიას აზრით, გაუქმებული ჯავშნების საკომპენსაციოდ, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ზაფხულის პერიოდში, ტურისტული კომპანიებისა და სასტუმროებისთვის გარკვეული საგადასახადო შეღავათები დააწესოს.
ამ წუთებში, საატუმრო ინდუსტრიის წარმომადგენლები სასტუმრო "ციტრუსში" არიან შეკრებილები და არსებული პრობლემები მოგვარების გზებზე მსჯელობენ. შეჯერებულ ინიციატივებს კონომიკის ეკონომინის მინისტრს წარუდგენენ.