"ტურიზმში მარტო რაოდენობა არაა მთავარი, მთავარია ხარჯები, თუ რამდენს ხარჯავს ტურისტი", წერს "საქსტატის" ყოფილი ხელმძღვანელი ზაზა ჭელიძე facebook-ის პირად გვერდზე.
"რუსეთის წილი ჩვენს ეკონომიკაში არც თუ ისე უმნიშვნელოა. ექსპორტის 10%-ი, იმპორტის 13%-ი და ინვესტიციების 5%-ი. ფულადი გზავნილების დაახლოებით 30%-ი მოდის რუსეთიდან. ინვესტიციები ბევრი არაა და იმასაც გააჩნია რომელ სექტორშია. ძირითადი პრობლემაა საგარეო ვაჭრობა, რასაც ემბარგო პირდაპირ დაარტყამს. ჩვენი ეკონომიკის ყველაზე მაღალი ზრდა, სწორედ მაშინ იყო, როცა რუსეთმა ემბარგო დაგვადო. ფულად გზავნილებზე ემბარგო არ მოქმედებს.
რაც შეეხება ტურიზმს, ამას მოკლე ვადიან პერიოდში ექნება ეკონომიკური და სოციალური ეფექტი. მთლიანობაში, ტურიზმის წილი ეკონომიკის მთლიან გამოშვებაში 8%-ია. ტურიზმში მარტო რაოდენობა არაა მთავარი, მთავარია ხარჯები, თუ რამდენს ხარჯავს ტურისტი. რუსი ტურისტი კი ალბათ ყველაზე ცოტას ხარჯავს", წერს ზაზა ჭელიძე.