რუსეთი იმედოვნებს რომ გაეროს საერთაშორისო სასამართლო საქართველოს მიერ მის წინააღმდეგ შეტანილი საქმის განხილვას შეწყვეტს და შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, 2011 წლის გაზაფხულზე გამოიტანს.
13-17 სექტემბერს ჰააგაში გამართული მოსმენისას, მხარეებმა საკუთარი არგუმენტაციები წარადგინეს.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, სასამართლოს მოცემულ სტადიაზე მოუწევს განხილვა აქვს თუ არა მას შესაბამისი იურისდიქცია ე.ი. უფლებამოსილება, ქართული მხარის სარჩელის განსახილველად, მას შემდეგ რაც რუსეთის მხარემ საკუთარი არგუმენტები წარმოადგინა.
რუსული მხარის ინფორმაციით, ოფიციალური მოსკოვის მთავარ არგუმენტს წარმოადგენს რუსეთსა და საქართველოს შორის რასობრივი დისკრიმინაციის საერთაშორისო კონვენციის დავის არარსებობა.
რუსულმა მხარემ სასამართლო პროცესზე წარმოადგინა თავისი მტკიცებულებები, სადაც აღნიშნულია, რომ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების პერიოდში საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ არასოდეს წაუყენებია რაიმე სახის არგუმენტები კონვენციის დარღვევასთან დაკავშირებით.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველომ ჰააგის სასამართლოს მხოლოდ მას შემდეგ მიმართა, რაც მისი "ავანტიურა სამხრეთ ოსეთში ჩავარდა" და საქართველოს მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანას "სხვა საშუალებებით ომის გაგრძელება" ეწოდა.
რუსული მხარე იმედოვნებს, რომ მიერ მიერ ჰააგის სასამართლოსთვის წარდგენილი არგუმენტების შედეგად გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მოცემულ სტადიაზე საქმის განხილვის შეწყვეტა მოუწევს.