ის, რაც ხდება ახლა არის არა სამწუხარო, არამედ ტრატეგია - ეს განცხადება, შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა. გახარიას თქმით, თავდასხმა პოლიციაზე, როგორი დასასრულიც არ უნდა ჰქონდეს ამ შემთხვევას, ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით.
შს მინისტრის თქმით, როგორი დასასრულიც არ უნდა ჰქონდეს ღევანდელ შემთხვევას, ყველა დაისჯება კანონის სიმკაცრით.
„თავდასხმა პოლიციაზე, თავდასხმა პარლამენტზე, როგორი დასასრულიც არ უნდა ჰქონდეს ამ შემთხვევას, ყველა დაისჯება კანონის სიმკაცრით. ყველას ვთხოვ, პატივი ვცეთ პოლიციელს, რომ ღირსეულად შეასრულოს ფუნქცია. ამის შემდეგ ყველა შევძლებთ წყნარად, მშვიდად გადავწყვიტოთ, რა არის სწორი. ამ ჯგუფიდან შსს-მ ამოაგდო ორი გვარი, რომელსაც დარღვეული ჰქონდა კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესხებ, სხვებს არ ჰქონია დარღვეული. რაც აქ ხდება, არის პოლიტიკური მეთოდით მცდელობა, რომ ქვეყანა მივიყვანოთ კატასტროფისკენ. როგორც კი საჭირო იქნება, მაშინვე გადავდგები“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.