გაეროს გენერალური ასამბლეის სამიტზე, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის მიზნებს ეხება აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა განსაკუთრებულ ყურადღებას ქვეყნის საგარეო პოლიტიკის აქცენტებზე გაამახვილებს. P
როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბენ როდსმა განაცხადა, ასამბლეაზე პრეზიდენტს შესაძლებლობა ექნება ფართოდ ისაუბროს აშშ-ს საგარეო პოლიტიკაზე.
მისი თქმით, ბარაკ ობამას სიტყვის მნიშვნელოვანი ნაწილი გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს, ალ ქაიდასთან ბრძოლას, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობას და ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო დარეგულირების ძალისხმევებს დაეთმობა. Oბამას ყურადღების გარეშე არც ასევე ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები დარჩება.
ნიუ იორკში აშშ-ს პრეზიდენტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერს ვენ ძიბაოს შეხვდება.
შემდეგ ობამა მონაწილეობას მიიღებს გაეროს გენ მდივნის პან გიმუნის მიერ გენერალური ასამბლეის მონაწილეებისათვის გამართულ სადილზე. იგი ასევე ეწვევა ბილ კლინტონის ფონდს, სადაც მისი მეუღლის მიშელ ობამას სიტყვით გამოსვლა იგეგმება.
აშშ-ს პრეზიდენტი ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს იაპონიის პრემიერ მინისტრთან ნაო ტოკანთან, ხოლო ხუთშაბათს საღამოს იგი გაეროს გენერალური ასამბლეის მონაწილეებისათვის სადილს გამართავს, მიღება ნიუ იორკის ერთ ერთ მუზეუმში გაიმართება.
პარასკევს დაგეგმილია აშშ-ს პრეზიდენტის აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან და კოლუმბიის პრეზიდენთან ხუან მანუელ სანტოსთან შეხვედრა.
ასევე გაიმართება მისი შეხვედრები აზიის ქვეყნების ლიდერებთან.
მოგვიანებით დაგეგმილია ობამას მონაწილეობა სუდანის საკითხის მრავალხმრივ განხილვაში, შემდეგ კი იგი ყირგიზეთის პრეზიდენტთან გამართავს მოლაპარაკებებს.