საქართველო, როგორც ახალი მიმართულება ძალიან ბევრი ბიზნესისთვის გაჩნდება.
ამის შესახებ აშშ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბათუ ქუთელიამ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ნიუ-იორკის სავაჭრო ბირჟაზე გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
"ეს არის საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების აღიარება მსოფლიო ბიზნესის წინაშე. ის ფაქტი, რომ ასეთი პატივი ხვდა საქართველოს პრეზიდენტს ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველო არის წამატებული ქვეყანა და ძალიან ბევრი ბიზნესისთვის გაჩნდება როგორც ახალი მიმართულება. ეს ბუნებრივია ჩვენი ქვეყნის პოპულარობის და ბიზნესს აქტიურობის გაზრდას გამოიწვევს", - აღნიშნა ქუთელიამ.