"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვების მოსაპოვებლად - აღნიშნული განცხადება მიშელ ბაშელმა დღეს ჟენევაში საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას გააკეთა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის რეგიონული ოფისისთვის გეოგრაფიული არეალის გაფართოების შესაძლებლობა.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა განაცხადა, რომ ის მზად არის საქართველოს ეწვიოს.