აჭარის ა.რ რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებელი 18 159 400 ლარით გაიზარდა და 342 203 400 ლარი შეადგინა.
ფინანსური დოკუმენტი აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარადგინა.
2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებების დაფინანსება იზრდება⤵
➡აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო - 324 000 ლარი;
➡აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო - 7 125 712 ლარი;
➡განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო - 3 190 909 ლარი;
➡ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 2 899 600 ლარი;
➡სოფლის მეურნეობის სამინისტრო-648 356 ლარი;
➡საერთო რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელები 3 970 800 ლარი;