2019 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.7 პროცენტი შეადგინა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში წინა თვესთან შედარებით ასე გამოიყურება:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.2 პროცენტიანი მატება, რაც 0.37 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (8.1 პროცენტი), ხილი და ყურძენი (7.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.0 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.8 პროცენტი), ასევე თევზეული (1.2 პროცენტი). ამასთან, ფასების კლება დაფიქსირდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (-5.7 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.9 პროცენტიანი მატება, რაც 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.1 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.0 პროცენტი);
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.1 პროცენტით, რაც
თვის ინდექსზე აისახა 0.06 პროცენტული პუნქტით. ფასები მომატებულია ღამის გასათევით მომსახურებაზე (4.6 პროცენტი).
რაც შეეხება, სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილებას და შესაბამის წვლილს 2019 წლის მაისის წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში ასეთია:
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.43 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (33.7 პროცენტი), თევზეული (13.5 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (11.6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.2 პროცენტი), ასევე მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.8 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-19.9 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 21.1 პროცენტით, რაც 1.38 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (44.6 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.2 პროცენტიანი მატება, რაც 0.39
პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.4 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.6 პროცენტი); დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაზრდილია 4.6 პროცენტით, შესაბამისად,
ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.26 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (6.4 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 3.0 პროცენტით, რაც 0.25 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (4.5 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (2.9 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (1.6 პროცენტი).