2018 წელს მობილური ოპერატორების ქსელში 49 ათასი ნომრის პორტირება განხორციელდა, რაც 2017 წელთან შედარებით, 8 ათასი პორტირებული ნომრით ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ მაგალითად ირლანდიაში, სადაც დაახლოებით იგივე აბონენტების რაოდენობაა, რაც საქართველოში, წლის განმავლობაში 300 ათასზე მეტი აბონენტი სარგებლობს ნომრის პორტირების მომსახურებით.