24 მაისს, 12:00 საათზე, სასტუმრო „შერატონში“ აჭარის მთავრობის ბიზნესთან შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის ფარგლებში ქართველი და უცხოელი ბიზნეს წრეების წარმომადგენლები აჭარის საინვესტიციო პოტენციალს, საპრივატიზაციო ობიექტებს, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს გაეცნობიან.
ღონისძიების მონაწილეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მიესალმება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების და სიახლეების შესახებ პრეზენტაციას გამართავს.
შეხვედრაზე გაიმართება პრეზენტაციები: აჭარის საინვესტიციო პოტენციალის კვლევა, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, კონკრეტული ბიზნეს ქეისების პრეზენტაცია, დაფინანსების და გრანტების შეთავაზება.
ბიზნესმენები კონკრეტული საინვესტიციო ობიექტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას სპეციალური პრეზენტაციით მიიღებენ.
შეხვედრა პრეზენტაციების დასრულების შემდეგ, კითხვა-პასუხის ფორმატით გაგრძელდება.
შეხვედრას აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, „აწარმოე საქართველოს“, EBRD და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, არაბეთის გაერთიანებული საამიროების ელჩი საქართველოში და სხვა ელჩები, დონორი ორგანიზაციები, ქონების ეროვნული სააგენტო, საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის წარმომადგენელი აჭარაში და ბიზნეს სექტორი, სულ 600-ზე მეტი სტუმარი დაესწრება.