დედოფლისწყაროს პოლიციამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დედოფლისწყაროს სამხედრო ნაწილიდან ფერადი ლითონების ქურდობის ფაქტზე სამხედრო ნაწილის თანამშრომლები - თენგიზ ჯალიაშვილი და ნოდარ ჭუჭულაშვილი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
შს დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს ინფორმაციით, ქურდობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, თუმცა საქმე გამოსაძიებლად სამხედრო პოლიციას გადაეცა. გამოძიების ცნობით, ჯალიაშვილმა და ჭუჭულაშვილმა ნაქურდალი ფერადი ლითონები დედოფლისწყაროში, ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტში ჩააბარეს.