საფრანგეთის მიერ რუსეთისთვის სამხედრო ხომალდის "მისტრალის" მიყიდვა საფრთხეს არა მხოლოდ საქართველოსთვის არამდე მთელი რეგიონისთვის წარმოადგენს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ერვე მორენის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
"რუსეთისთვის "მისტრალის" მიყიდვის შესახებ საქართველოს ცალსახა პოზიცია აქვს და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის საფრთხეს არ მხოლოდ საქართველოსთვის ასევე მთელი რეგიონისთვის წარმოადგენს", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
ამასთან, ქართველი დიპლომატის შეფასებით, აღნიშნულთან დაკავშირებით საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლების შეხედულების ქართული მხარესთან თანხვედრაში არ მოდის და ის საქართველოს მიმართ არაკეთილსასურველია.
რაც შეხება ფრანგული მხარის შეფასებას, რომ რუსეთი საბჭოთა კავშირი არ არის, კალანდაძემ აღნიშნა, რომ მართალია რუსეთი საბჭოთა კავშირი აღარ არის, მაგრამ მისი აღდგენა კვლავ სურს.
"რუსეთის დღევანდელი უკონტროლო ხელისუფლების ხელში, რომელსაც იმპერიალისტური ძრახვები ამოძრავებს ისეთი ძლიერი სამხედრო ხომალდი, როგორიც "მისტრალია" რეალურ საფრთხეს წარმოადგენს", - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ერვე მორენმა ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში რუსეთისთვის "მისტრალის" მიყიდვის მხარდასაჭერი განცხადებები გააკეთა და უარყო მოსაზრება, რომ აღნიშნული გარიგება საქართველოს უსაფრთხოებას პრობლემებს შეუქმნის.
"რუსეთი _ ეს არ არის საბჭოთა კავშირი. ამას გარდა, ჩვენ შეგვიძლია თუნდაც წამით ვივარაუდოთ, რომ რამდენიმე გემის გაყიდვას შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს ძალთა ბალანსი, საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული სტრატეგიული სიტუაცია?", - განაცხადა მორენმა.
ვეროპარლამენტი საფრანგეთს რუსეთისათვის "მისტრალის" შესაძლო მიყიდვის გამო აკრიტიკებს.
მოსკოვი კი რამდენიმე თვეა საფრანგეთთან ვეტმფრენმზიდების შეძენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. საბოლოო გადაწყვეტილებს თუ ვისგან შეიძენს მოსკოვი გემებს წლის ბოლოს გახდება ცნობილი, როდესაც გამოცხადებული ტენდერი დასრულდება. ერთი "მისტრალი" რუსეთს 400-500 მილიონი ევრო დაუჯდება.
უნდა აღინიშნოს, რომ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი არასოდეს გამოირჩეოდა საქართველოს მიმართ ლოლიალური განწყობით. მან ერთ-ერთმა პირველმა, 2007 წლის შემოდგომაზე გაახმოვანა. რომ საქართველოსთვის მაპის მინიჭების წინააღმდეგია, რაც შემდეგ ოფიციალური პარიზის პოზიციად ბუქარესტის სამიტზეც დადასტურდა.