ვლადიკავკაზში მომხდარი ტერაქტის დროს ერთ-ერთი დაშავებულს, რომელიც 16 სექტემბერს მოსკოვის ვიშნევსკის სახელობის ქირურგიულ ინსტიტუტში გარდაიცვალა საქართველოში გადმოასვენებენ.
ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტის სპიკერის ირბეკ დოევის განცხადებით, გარდაცვლილს დღეს ჩრდილოეთ ოსეთში გადასვენებენ, საიდანაც მისი საქართველოში გადასვენება მოხდება.
"აეროპორტ "ვლადიკავკაზში" თვითმფრინავს სპეციალური ტრანსპორტი დახვდება, რომლითაც გარდაცვლილი ქალბატონს საქართველოში გადაასვენებს", - განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილის ვინაობა ამ დრომდე არ სახელდება.
შეგახსენებთ, ვლადიკავკაზის ბაზარში მომხდარ ტერაქტს, ბოლო ინფორმაციით, 18 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ჩრდილო ოსეთის შს სამინისტროს მონაცემებით, აფეთქების სიმძლავრე 30-40 კილოგრამი ტროტილის ექვივალენტი იყო.