აჭარაში ოფიციალური ვიზიტით ქვემო სილეზიის ვიცე მარშალი და პოლონეთის დელეგაცია იმყოფება.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ ვიცე მარშალ მიხეილ ბობოვიჩთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ჯაბა ფუტკარაძე სტუმარს აჭარაში არსებულ ეკონომიკურ და საინვესტიციო პროცესებზე ესაუბრა. საუბარი სხვადასხვა სფეროში დაგეგმილ პროექტებს შეეხო.
მხარეებმა ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
პოლონური მხარე სპორტული ტურიზმის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობით დაინტერესდა.
შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე ბახტაძე ესწრებოდა.
პოლონეთის დელეგაცია აჭარას 11 მაისს დატოვებს.