დღეს, 19 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ვაშინგტონიდან ნიუ-იორკში გაემგზავრება და შეხვედრებს გამართავს ინვესტორებთან და მონაწილეობას მიიღებს გაეროს ეგიდით დაგეგმილ სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურების მაღალი დონის შეხვედრაზე, სადაც ათასწლეულის განვითარების ამოცანები იქნება განხილული.
21 სექტემბერს კი ბაქრაძე დაესწრება საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) სამიტს, სახელწოდებით "ათასწლეულის განვითარების ამოცანების, პოლიტიკის და გეგმების საპარლამენტო მხარდაჭერის მობილიზაცია".
დავით ბაქრაძე აშშ-ში 14 სექტემბერს გაემგზავრება. ბაქრაძე ვაშინგტონში, დემოკრატიულ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფორუმზე ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო. პარლამენტის თავმჯდომარემ ვაშინგტონში შეხვედრები გამართა სენატორებსა და კონგრესმენებთან, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან.