ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი აშშ-ში კავშირგამბულობის უდიდეს გიგანტებთან მოლაპარაკებებს მართავს. ვერა ქობალია აშშ-ში IT ტექნოლოგიების კომპანიების ხელმძღვანელებს უშუალოდ შეხვდა.
მინისტრმა აშშ-ში სტუმრობისას კავშირგაბმულობისა და ინტერნეტის უდიდესი კომპანია "სისკო" მოინახულა, სადაც უკვე შემდეგი თაობის ინოვაციებზე მუშაობენ.
"მინისტრ ქობალიასთან 5-საათიანი შეხვედრა მქონდა. ჩვენ საქართველოში "სისკოს" ცენტრის შექმნას ვგეგმავთ. ვიმუშავებთ განათლებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით. სან-ფრანცისკოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველოში გამოვუშვებთ და უფასოდ ვამუშავებთ. საქართველოს დავეხმარებით ასევე ინვესტიციების მოზიდვაში", - განაცხადა პეტერ პაჯდუმ "სისკოს" გენერალური მენეჯერი ბალტიის, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში შემოსვლის სურვილი HP-ის წარმომადგენლებმაც გამოთქვეს. კომპანიის ვიცე პრეზიდენტმა საქართველოში ჩამოსვლა და ქვეყანაში რეგიონული ცენტრის სურვილი გამოთქვა.
"უახლოეს ხანებში ამ კომპანიებთან კონტრაქტს მოვაწერთ ხელს. ჯერ პატარა ცენტრები შეიქმნება, რომელიც შემდგომ უფრო გაიზრდება" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ს ვიზიტის ფარგლებში მინისტრი Google -სა და Intel -ის წარმომადგენლებსაც შეხვდება