რასაც "ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველოს მთავრობა კორუფციის გასანეიტრალებლად აკეთებს, იმდენს არც ერთი სხვა ევროპული ქვეყნა არ აკეთებს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის ნიკოლოზ ფრუიძის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
"ჩვენი მთავრობის დროს დაკავებულია რამდენიმე მინისტრის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის 4 თუ 5 წევრი. ის, რომ მაღალი თანამდებობის პირებს დააკავებენ, არ უნდა იყოს გასაკვირი. თუ კადრები ხშირად იცვლება, არ ნიშნავს, რომ ამ კადრებს ვერ ვაკონტროლებთ. როგორც კი ვინმე თავზე ხელს აიღებს, მოსტყდებათ ის ხელები ძირში", - აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, არსებობს საპატიმროები და დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით მოიხდიან სასჯელს.