საქართველო სომხური მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ქართველი მებაჟეები "ზემო ლარსის" გამშვებ საბაჟო პუნტქზე სომხურ ტვირთებს აღარ ატარებს, არ ადასტურებს.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი ცხაკაიამ განაცხადა, იყო ერთეული შემთხვევები, როდესაც სომხეთის სახელმწიფო ნიშნის მქონე ავტომანქანებს საბუთები წესრიგში არ ქონდათ და ამიტომ გამშვებ-პუნტქტზე დაზუსტების მიზნით მათი რამოდენიმე ხნით დაყოვნება მოხდა.
"ლარისის გამშვებ პუნქტზე სომხური სახელმწიფო ნიშნიანი ავტომანაქნებს, რომელსაც ტვირთი რუსეთის მიმართულებით გადაქონდათ პრობლემები არ შექმნიათ და ისინი დღესაც ჩვეულებრივად გადააგილდებიან. იყო ერთეული შემთხვევები, როდესაც საბუთები წესრიგში არ იყო და ისინი გადამოწმების მიზნით გამშვებ პუნქტზე გარკვეული პერიოდით დაყოვნდნენ", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" გიორგი ცხაკაიამ.
სომხური მხარის ინფორმაციით, ქართველი მებაჟეები სომხურ ავტომობულებს საქართველო-რუსეთის საზღვარზე "ზემო ლარის" გამშვებ საბაჟო პუნტქზე გასვლის საშუალებას არ აძლევენ. მათი ინფორმაციით, ქართულმა მხარემ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე 2 დღის უკან კომპანია" სკაიკის" რვა ავრომანქანა არ გაატარა, რომლებიც სომხური ყურძნით იყო დატვირთული. დღეისათვის კი სხვა პროდუქციით დატვირთულ ავტომანქანებსაც აღარ ატარებენ.
კომპანია "სპაკის" წარმომადგენლის გევორგ ბუდაგიანის განმარტებით, თუ აქამდე ქართველი მებაჟეები სომხური ყურძნით დატვირთულ ავტომანქანებს არ ატარებდნენ, დღეს ისინი საზღვარზე უკვე სომხური მინერალური წლით დატვირთულ ავტომანქანებსაც აღარ ატარებენ და ლარის საბაჟო-გამშვებ პუნტზე ამ დროისათვის კომპანიის კუთვნილი 25 ავტომანქანაა გაჩერებული.
სომხური მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მებაჟეები მანქანების დაკევების კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებენ და ამ პროცესს ტექნიკური პრობლემებით ხსნიან.