აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შემოსავლების უდიდესი ნაწილი, საერთო შემოსავლების 95,2 პროცენტი მოდის გადასახადებზე, რომელიც მოიცავს მხოლოდ საშემოსავლო გადასახადს.
„საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის გეგმა განისაზღვრა 54 800,0 ათასი ლარით, ხოლო ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 61 886,7 ათასი ლარი ანუ გეგმის 112,9 პროცენტი“, - წერია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროეს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.