სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, მთავრობის სარეზერვო ფონდის მოცულობა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თავდაპირველი კანონით 50 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა. წლის ბოლოს ბიუჯეტის კანონში შეტანილი ცვლილების შედეგად ფონდის მოცულობა 60 მლნ ლარამდე (20%-ით) გაიზარდა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მონაცემებით, საბოლოოდ, წლის მანძილზე ფონდიდან დახარჯული თანხების ფაქტობრივმა ოდენობამ 61.5 მლნ ლარი შეადგინა და 23%-ით გადააჭარბა თავდაპირველ გეგმას
მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების უდიდესი წილი იუსტიციის სამინისტროსა (19.6 მლნ ლარი) და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე (12 მლნ ლარი) მოდის
"გასულ წელთან შედარებით ზრდის ტენდენციით ხასიათდება იურიდიული, ფინანსური, საკონსულტაციო და სარეკლამო მომსახურებისა და საზოგადოებრივი აზრის კვლევის ხარჯების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი სახსრების მოცულობა", აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. .
https://bit.ly/2J2xT1j