დიდი მადლობა ვლადიმერ პუტინს, რომ ქართული ღვინის ხარისხი ამაღლდა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოფელ კისისხევში სასტუმრო კომპლექს "შუხრანის" გახსნის შემდეგ განაცხადა.
"ჩვენს ღვინოსთან მიმართებაში რუსეთს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. რეალურად ღვინის ხარისხის კრიზისი გადალახულია და ჩვენ დავიწყეთ მაღალი ხარისხის ღვინის წარმოება. ეს არის ქართული ღვინო და როგორც ჩვენმა გერმანელმა მეგობარმა თქვა, ის უკვე კონკურენციას უწევს საუკეთესო ფრანგულ და ესპანურ ღვინოებს. დიდი მადლობა ვლადიმერ პუტინს, რომ ჩვენი ღვინის ხარისხი ამაღლდა", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, 2006 წელს განხორციელებული ემბარგოს გამო ისევრუსეთის მოსახლეობა დაიჩაგრა.
"მეუბნებიან, რომ კრემლში ქეიფის დროს უცხოელებს ჩუმად ქართულ ღვინოს ასმევენ. მათ თავი არ დაუჩაგრავთ, მხოლოდ მოსახლეობა დაჩაგრეს", - აღნიშნა სააკაშვილმა.