ერთ დროს ქართული სადაზღვევო ბაზრის ლიდერი "ჯი-პი-აი ჰოლდინგი" წლიდან წლამდე პოზიციებს კარგავს. ვენის სადაზღვევო ჯგუფის პირველი კომპანია საქართველოში, შესაძლოა, 2010 წლის შედეგების მიხედვით, რეინტინგში მეოთხე ან მეხუთე ადგილზე აღმოჩნდეს, რაც მისი, ასევე ვენის სადაზღვევო ჯგუფის კუთვნილი კომპანია "ირაოში" შერწყმის საფუძველი გახდება.
კომპანია, რომელიც 2006 წელს სადაზღვევო ბაზრის თითქმის მეოთხედს ფლობდა ამჟამად რიგითი მოთამაშის სტატუსით სარგებლობს და სათუოა, რომ უახლოეს პერიოში მან საკუთარი მდგომარეობის გამოსწორება შესძლოს.
კომპანიამ მთელი 2009 წელი ძველი დიდების დაბრუნებას მოანდომა, თუმცა უშედეგოდ _ ექვსი თვის რეიტინგში საპრიზო მესამე ადგილს ვერ გასცდა. წლის ბოლოსათვის კი მოზიდული პრემიით 1 405548 ლარით გაუსწრო II კვარტალში მეორე ადგილზე გასულს. თუ ექსპერტების შეფასებებს გავითვალისწინებთ, ეს "ადგილიც ძველი ინერციის შედეგია და არა კომპანიის ან მისი მენეჯმენტის წარმატებული საქმიანობის".
2006 წელს "ჯი-პი-აი ჰოლდინგს" ბაზრის 21.7 % ეკავა. მართალია 2007 წელს კომპანიამ მოზიდული პრემიების რადენობა გაზარდა, მაგრამ რეიტინგში წლის შედეგების მიხედვით მაინც მეორე ადგილზე აღმოჩნდა.
თუ 2008 წელს კომპანიაში მესამე პოზიციაზე ჩამოქვეითება აგვისტომს ომსა და მსოფლიო ეკონიმიკურ კრიზისს დააბრალეს, თითქოს პირველ და მეორე ადგილზე გასულთათვის არც ომი იყო და არც კრიზისი, 2009 წლის მერყევი პოზიციები კი მეორე ადგილის მიუხედავად, კომპანიისთვის ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო თვითკმაყოფილების საგანი, რადგან, მოზუდული პრემიებით, მხოლოდ 1 405548 ლარით აჯობა მესამე ადგილზე გაუსლ კომპანიას. ესეც იმის გათვალისწინებით, რომ გასულ წელს სახელმწიფოს მიერ მოსახლეობისთვის შეთავზებულმა სადაზღვევო პოლიტიკამ კომპანიებს საკმაოდ მნიშვნელოვანი სარგებელი მისცა. ასეთ ვითარებას კი ექსპერტები რეალურად ბაზარზე "პოზიციების დაკარგვის ტოლფას წარმატებად" აფასებენ.
მიმდინარე წლის ბაზრის დინამიკა და სადზაღვევო სეგმენეტში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს (ჯი-ეიჩ-ენი უახლოეს დღეებში შემოგთავზებთ ქართული სადაზღვევო ბაზრის სოცილოგიური კვლევის შედეგებს), რომ ვენის სადაზღვევო ჯგუფის ერთ დროს ყველაზე წარმატებულ კომპანიას არა თუ ლიდერის პოზიციის დაბრუნება, არამედ გასული წლის რეიტინგის შენარჩუნებაც გაუჭირდება.
ბაზარზე "ალფა"-ს გამოჩენამ და "ვესტის" საკმაოდ გაძლიერებამ მართალია სხვა კომპანებსაც წაართვა კლიენტურა, მაგრამ, როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" წყარომ კოპანიიდან განუცხადა, გამორჩეულად დარტყმა სწორედ "ჯი-პი-აის" მიაყენა.
თუმცა როგორც ქართული მედიასაშუალებები იუწყებიან, დარტყმებს არც "ჯი-პი-აი ჰოლდინგი" ერიდება. რამდენიმე ხნის წინ ინტენეტპორტალი პრესა.ჯე წერდა თუ როგორ დაპირისპირებამდე მივიდა სადაზღვევო აგენტების ურთიერთობა ბენიფიციარების გადაბირებისათვის სამეგრელოში, როდესაც "ჯი-პი-აი ჰოლდინგის" თანამშრომლებმა "ალდაგისა" და "ალფას" აგენტებს თავ-პირი დაუმტვრიეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კომპანიის წარმომადგენელმა განუმარტა, თუ უახლოესი ორი თვის განმავლობაში ვითარება არ შეიცვალა, რაც ნაკლებ სავარაუდიოა, კომპანია შესაძლოა წლის ბოლოს რეიტინგში კიდევ უფრო დაბალ საფეხურზე აღმოჩნდეს, რაც ვენის სადაზღვევო ჯგუფს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას აიძულებს. არც ის ვარიანტი გამოირიცხება, რომ ვენის სადაზღვევო ჯგუფმა "ჯი-პი-აი ჰოლდინგსა" და "ირაოს" შერწყმის საფუძველზე ვალდებულებების გადაწერა მოახდინოს და საკმაოდ ბევრი კლიენტი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდოს.
"ჯი-ეიჩ-ენს" კომპანიაში განუხცადეს, რომ მათი მგომარეობა ბაზარზე საკმაოდ მყარი და სტაბილურია, მაგრამ ფაქტია, რომ როდესაც პოტენციურ ბენეფიციარებს ფულს იქეთ უხდი და კონკურენტულ გარემოში ადგილის დასამკვიდრებლად, თუ პრესა.ჯეს დავეყრდნობით, ბეისბოლის "ბიტების" გამოყენაბასაც არ ერიდები, რა თქმა უნდა, გექნება სიმყარის განცდა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს ბიზნესსტაბილურობას და არც არის მისი გარანტია.
ექსპერტები აღნიშნულ მოსაზრებას ეთანხმებიან და ქართულ სადაზღვევო ბაზარზე ძალთა ბალანსის გადანაწილებას არ გამორიცხავენ.